понедельник, 7 декабря 2009 г.

შემოკლებული გამრავლების ფორმულები

შემოკლებული გამრავლების ფორმულები

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
შემოკლებული გამრავლების ფორმულები


სწავლების საფეხური
II საფეხური, VII კლასი


მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 30 მოსწავლე, არცერთი ინკლუზიური


აქტივობები
1)ფართობის გამოთვლის გეომეტრიული ინტერპრეტაცია.
2) ფართობის გამოთვლის ანალიზური გზა.



გაკვეთილის აქტუალობა
თემა აქტუალურია იმით, რომ ვიმეორებთ უკვე ნასწავლ საკითხს - მრავალწევრის მრავალწევრზე გამრავლებას და ვიყენებთ მას პრაქტიკული ამოცანების ამოსახსნელად, გარდა ამისა ვსწავლობთ მრავალწევრის გარდაქმნის ახალ წესს.



გაკვეთილის მიზნები
მოსწავლე დაეუფლოს გამოსახულებების გარდაქმნის წესს -შემოკლებული გამრავლების ფორმულებს და შეძლოს მისი შესაბამისი გეომეტრიული თვალსაჩინოების აღქმა.



გაკვეთილის შედეგი
ერ. სასწ. გეგმის VII(7) პუნქტის თანახმად , მოსწავლემ უნდა შეძლოს ალგებრული გამოსახულებების გამარტივება შემოკლებული გამრავლების ფორმულების გამოყენებით.


წინასწარი ცოდნა
კვადრატის და მართკუთხედის ფართობის გამოთვლა, მრავალწევრის მრავალწევრზე გამრავლება, მსგავსი წევრების შეერთება.

გაკვეთილის მსვლელობა
**საშინაო დავალება (გაუგებარი ბსაკითხები) 10 წთ.
**გონებრივი იერიში:
დავსვათ კითხვები:როგორ გამოვთვალოთ კვადრატისა და მართკუთხედის ფართობები, როგორი სქემით ხდება მრავალწევრის მრავალწევრზე გამრავლება, მსგავსი წევრების შეერთება. შეიძლება მოვიყვანოთ ცხოვრებისეული ამოცანა, რომელიც ფართობების გამოთვლაზე დაიყვანება. 5 წთ.
ამის შემდეგ გადავიდეთ აქტივობების განხორციელებაზე. აქ ერთმანეთს შევუსაბამოთ 1) და 2) აქტივობები, ანუ გეომეტრიულ ინტერპრეტაციას მოვაყოლოთ მისი ანალიზური ვერსიაც. ეს ხდება წინასწარ გამზადებული სლაიდების თანხლებით. ასე გამოვიყვანთ ორი გამოსახულების ჯამის კვადრატის, სხვაობის კვადრატის და კვადრატების სხვაობის ფორმულებს.
15 წთ.
**გადავდივართ სავარჯიშოების შესრულებაზე, რომელიც ასევე სლაიდებითაა წარმოდგენილი. 10 წთ.

**მოვახდინოთ შეფასება და გავაკეთოთ დასკვნა.5 წთ.


სასწავლო მასალა. ტექნიკური რესურსები
”მათემატიკა”- VII კლასი (თ.ვეფხვაძე, გ.გოგიშვილი), ცარცი, დაფა, რვეული, პასტა,კომპიუტერი და პროექტორი.

четверг, 19 ноября 2009 г.